00:54 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 12:04:38, 984 ნახვა

სხვადასხვა
აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი გარდაიცვალა

ლოს-ანჟელეში 94 წლის ასაკში აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი გარდაიცვალა. ექიმების ცნობით, რეიგანის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

ნენსი რეიგანი აშშ-ს ყველაზე გავლენიანი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მეუღლე იყო, რომელიც აშშ-ს 1981-1989 წლებში მართავდა. 

ნენსიმ მთელი თავისი ცხოვრება მეუღლის მეურვეობას მიუძღვნა - ჯერ ჰოლივუდში, შემდეგ კი პოლიტიკური კარიერის დროს - კალიფორნიასა და თეთრ სახლში. მან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 12 წელი იცოცხლა.

ექს-პრეზიდენტ რონალდ რეიგანის გარდაცვალების შემდეგ, ნენსი რეიგანი საზოგადოებრივი საქმიანობით იყო დაკავებული. იგი ალცჰეიმერის სინდრომით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად ღეროვანი უჯრედების გამოკვლევებით იყო დაინტერესებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics