2024-10-30 15:29:13, 742 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღი გაიხსნა
შუახევის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, დღვანის ბაღის გახსნის საზეიმო ცერემონიას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
“პროექტის ფარგლებში აშენდა კაპიტალური შენობა, მოეწყო სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა, დაცულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. კეთილმოეწყო ასევე ბაგა-ბაღის ეზო და სათამაშო მოედანი. მუნიციპალიტეტში 15 ბაგა-ბაღი და 9 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს. სულ 350-მდე აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),