2022-12-05 10:31:08, 2796 ნახვა
სპეციალური ანონსი
5 დეკემბერს, 15:30 საათზე, GITA -ს მხარდაჭერითა და HR პროფესიონალთა ასოციაციის ორგანიზებით HR გაციფრულების კვირეული დაიწყება
ხვალ, 5 დეკემბერს, 15:30 საათზე, სასტუმრო ბილტმორ თბილისში (მის: შოთა რუსთაველის გამზირი 29) GITA -ს მხარდაჭერითა და HR პროფესიონალთა ასოციაციის ორგანიზებით საქართველოში პირველი და ყველაზე მასშტაბური HR გაციფრულების კვირეული დაიწყება, რომელსაც დაესწრება საჯარო და კერძო სექტორის 500 - მდე HR პროფესიონალი, აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, HR გაციფრულების კომპანიები/სტარტაპები და მთავრობის წარმომადგენელი. ღონისძიების განმავლობაში საერთაშორისო სპიკერებთან ერთად განხილული იქნება HR გაციფრულების გლობალური ტენდენციები, გაიმართება პანელური დისკუსიები და HR გაციფრულების სტარტაპებისა და კომპანიების გამოფენა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,