2021-07-06 15:04:53, 4835 ნახვა
Lifestyle
ანჯელინა ჯოლი 31 წლის მომღერალს ხვდება
ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი ანჯელინა ჯოლი ცნობილ მომღერალ The Weeknd-ს (Abel Makkonen Tesfaye)ხვდება. ამის შესახებ პრაქტიკულად მთელი ჰოლივუდური პრესა წერს.
ყვითელი გამოცემების სამიზნედ ჯოლი კვლავ 2 ივლისს იქცა, როცა ჯოლი და The Weeknd-ი საღამოს ჰოლივუდის ერთ-ერთ პრესტიჟულ დახურულ რესტორანში შეხვდნენ. საეჭვოა, რომ არც ერთ არტისტს დამალვა არ უცდია, რაც შესაძლო საქმიან შეხვედრაზე მიგვითითებს.
ცნობილია, რომ The Weeknd-ს კარიერის გაგრძელება კინოპროექტებში სურს, სადაც ჯოლის შესაძლო დახმარება და თანადგომა სჭირდებოდეს.
ჯოლი შეხვედრაზე როგორც ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდა-შავი კაბა, ყავისფერი "ტრენჩ"-ი და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც ვარსკვლავის სავიზიტო ბარათად წლების მანძილზე რჩება.
ბელა ჰადიდის და სელენა გომესის ტოფილ შეყვარებულს თავი დიდად არ შეუწუხებია, მან უბრალო შავ მაისურს ჯინსის კოსტუმი მოარგო
.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან