2020-03-30 20:15:30, 5704 ნახვა
Lifestyle
სანტა-ბარბარას ვარსკვლავი ჯონ კალახანი გარდაიცვალა
კალიფორნიაში სერიალების ვარსკვლავი , 66 წლის მსახიობი ჯონ კალახანი გარდაიცვალა, წერს Variety.
გამოცემის ინფორმაციით კალახანის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.
მსახიობის სიკვდილის ფაქტის შესახებ ინფორმაცია პირველმა, მისმა ყოფილმა მეუღლემ , აგრეთვე მსახიობმა ევა ლარუმ გააჟღერა:
"სიყვარულის სიღრმეს ზუსტად დაშორების დროს ვხვდებით. ჩემი გული დამსხვრეულია. მადლობა სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის. შენ ვერასოდეს გაიგებ, რაოდემ მნიშვნელოვანი იყო ეს ჩვენთვის",-დაწერა ლერუმ საკუთარ "ინსტაგრამზე".
კალახანი ისეთ საკულტო სერიალებში თამაშობდა, როგორებიც იყო "სასოწარკვეთილი დიასახლისები", "მან დაწერა მკვლელობა", "მარვინის ოთახი", "დეტექტივი რაში", "ჩვენი თავისუფლების დღეები" და რათქმაუნდა "სანტა-ბარბარა".
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან