2018-07-07 14:06:10, 8191 ნახვა
High - Tech
თბილისში დაგეგმილ სამიტზე, რობოტი სოფია სიტყვით გამოვა
საქართველოში დაგეგმილ სამიტს, რობოტი სოფია დაესწრება და მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საიტზეა გამოქვეყნებული.
სოფია არის პირველი რობოტი, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. მოქალაქეობა მას საუდის არაბეთმა მიანიჭა.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამიტი თბილისში 17-19 ივლისს გაიმართება. მასში მონაწილეობას 75 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.
რობოტი სოფია აუდიტორიის წინაშე 18 ივლისს წარსდგება და მონაწილეობას მიიღებს სესიაში - „ინოვაციები საჯარო სერვისებში“. სესიის ერთ-ერთი განსახილველი თემა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი იქნება.
ცნობისთვის, Hanson Robotics-მა სოფია 2015 წელს შექმნა. რობოტს შეუძლია სხვადასხვა თემებზე საუბარი, კითხვებზე პასუხი და სიტუაციის შესაბამისი ემოციების გამოხატვა.
ავტორი: ,