|
2017-11-14 15:14:31, 10270 ნახვა
High - Tech
ლეგენდარული ბრენდი ThinkPad 25 წლისაა!
კომპანია Lenovo, მსოფლიო ლიდერი სახლისა და ბიზნესისთვის ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებაში, ლეგენდარული ThinkPad-ის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ThinkPad უკვე 25 წელია აოცებს მსოფლიოს თავისი ინოვაციურობით. ბრენდის ისტორია 1992 წლიდან დაიწყო. მოკრძალებული დიზაინით, ძლიერი ტექნიკური პარამეტრებით და მობილურობით გამორჩეული ნოუთბუქი სულ მალე საქმიანი ადამიანების ნოუთბუქის სიმბოლოდ იქცა. 1993 წელს ThinkPad NASA-ს მიერ სერთიფიცირებული პირველი ნოუთბუქი გახდა, რომელიც მუშაობს კოსმოსში. წლების მანძილზე ინოვაციური ფუნქციების, სანდოობის და სიმძლავრის მხრივ ThinkPad მსოფლიო ლიდერი გახდა. 25 წლის განმავლობაში Lenovo-მ 130 მილიონზე მეტი ThinkPad ნოუთბუქი გაყიდა. სტანდარტულ ტესტებთან ერთად Lenovo-ს ინჟინრებმა შეიმუშავეს ინოვაციური ტესტირების მეთოდები, რომლითაც ნოუთბუქები კიდევ უფრო მკაცრ გამოცდას გადიან, რაც ThinkPad - ის ნოუთბუქების გამძლეობის გარანტიაა. ნოუთბუქი 1.5 მეტრის სიმაღლიდან დაცემის ან მასზე დაბიჯების შემდეგაც შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას. Lenovo ThinkPad იმდენად სანდოა, რომ სერტიფიცირებულია აშშ-ს სამხედრო სტანდარტის Mil-SPEC ტესტებით : მათზე არ მოქმედებს მაღალი წნევა, ტენიანობა, ვიბრაცია, მაღალი ტემპერატურა, „ტემპერატურული შოკი“, დაბალი წნევა, დაბალი ტემპერატურა, მტვერი და მრავალი სხვა გარემო ფაქტორი. იმისთვის, რომ მომხმარებელს განსხვავებული ინოვაციები შესთავაზონ, Think დიზაინერები და ინჟინრები სწავლობენ ადამიანთა ქცევებს და ყურადღებით ეცნობიან ბიზნეს მომხმარებლების რეალურ სამყაროს, ატარებენ ექსპერიმენტებს: ცვლიან კომპონენტებს, მათ ვიზუალს ან ქმნიან ახალ მოწყობილობებს. სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს ThinkPad-ის უახლოეს რევოლუციურ პროდუქტებს, რომლებიც მაღალი წარმადობით და უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. Lenovo-ს პროდუქცია, მათ შორის ThinkPad ნოუთბუქები საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან არის წარმოდგენილი. ThinkPad განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოში და ბიზნეს მომხმარებლებისთვის ყველაზე სანდო არჩევანია. მომხმარებელს საცალო ქსელში შეუძლია შეიძინოს 20-მდე სხვადასხვა კონფიგურაციის ThinkPad ნოუთბუქი, ასევე შესაძლებელია იმ მოდელების შეკვეთაც, რომლებიც ბაზარზე არ არის ხელმისაწვდომი. Lenovo მრავალი წელია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს და მთელს მსოფლიოში წარმოადგენს სანდო, უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხო პროდუქტებსა და მომსახურებას, მათ შორის პერსონალურ კომპიუტერებს (სათამაშო ხაზის - Legion-ის და ცნობილი ბრენდების Think და Yoga-ს ჩათვლით), სამუშაო სადგურებს, სერვერებს, მონაცემთა შენახვის სისტემებს, SmartTV სისტემებს, ასევე მობილურ პროდუქტებს სმარტფნების ჩათვლით, მათ შორის ბრენდს Motorola, პლანშეტებს და აპლიკაციებს.
(R)
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)