2015-04-01 13:49:41, 3915 ნახვა
კულტურა
კვირის დოკუმენტი - ლადო გუდიაშვილის ესკიზები
ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტი - ლადო გუდიაშვილის ნაკლებადცნობილი ესკიზები ერეკლე ჯაბადარის ოპერისათვის „გულნარა“. მუყაო, აკვარელი. 1924 წელი, პარიზი.
ერეკლე ჯაბადარმა ოპერის ლიბრეტოდ გამოიყენა ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელეონორა“. „გულნარა“ 1924 წელს ოპერა „გრანდ-ოპერის” რეპერტუარში შეიტანეს; დადგმა არ განხორციელებულა, თუმცა ნაწყვეტები ოპერიდან რამდენჯერმე შესრულდა.
ერეკლე ჯაბადარის პირადი საარქივო ფონდიდან.
ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან