12:32 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 12:27:18, 1555 ნახვა

სამართალი
გარემოს დაბინძურებისთვის 15 იანვრიდან ჯარიმები ამოქმედდება

2015 წლის 15 იანვრიდან „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ამოქმედდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ერთად, აღნიშნული კანონის აღსრულება ევალება. 

ცნობისთვის, „ნარჩენების მართვის კოდექსი“  საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური, სამშენებლო და სხვა ნარჩენების მოძრაობის, დასაწყობების, გადატვირთვის და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების საკითხებს არეგულირებს. კოდექსში გაწერილი შესაბამისი რეგულაციების გამოყენებით გარემოს ნარჩენებით დაბინძურება აღარ მოხდება.

„ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს თანახმად, დაჯარიმდებიან იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მგზავრები, რომლებიც ფანჯრიდან გადაყრიან სხვადასხვა სახის ნარჩენებს, იქნება ეს სიგარეტის ნამწვი, კვების პროდუქტის ნარჩენები თუ სხვა. 

საპატრულო პოლიცია არის ზედამხედველი ორგანო, რომელიც აღნიშნულ სამართალდარღვევას აღკვეთს.

ჯარიმის ოდენობა 120 ლარს შეადგენს. კერძო ავტოტრანსპორტიდან ნარჩენების გადაყრის შემთხვევაში ჯარიმდება მძღოლი, რომლის მართვის ქვეშ იმყოფება იმ მომენტში ავტომანქანა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში კი ჯარიმდება სამართალდამრღვევი მგზავრი.

საპატრულო პოლიცია ასევე მოახდენს შესაბამის რეაგირებას, როცა მოქალაქის მხრიდან ნარჩენების უტილიზაციის მცდელობა იქნება ამისთვის არადადგენილ ადგილზე ან არადადგენილი წესით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics