2015-01-09 10:34:35, 1890 ნახვა
სამართალი
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქუთაისში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, ჩინეთის მოქალაქე პინგაი ტ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N12-ში ფართი იქირავა, ე.წ. ჩინური მასაჟის სალონი გახსნა, რეალურად კი სალონში მომუშავე, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქალბატონებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ფართს პროსტიტუციისთვის გადასცემდა. სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან