2026-04-12 14:57:41, 6019 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ - განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით.
თავიდან ითქვა, რომ 24 აპრილს ყოფილიყო [სინოდის სხდომა], პატრიარქის მე-40 დღის წინა დღეს, მაგრამ შემდეგ ისიც ითქვა, რომ ძალიან იცვლება გარემოებები და ჩვენ რომ გვეთქვა [კონკრეტული თარიღი] ამ ნათქვამის ტყვეობაში ვიქნებოდით და რა საჭიროა, როგორც იქნება, ვეცდებით რომ არ დავარღვიოთ წესი როგორცაა, 40 დღე და შემდეგ 60 დღე. [...]
ადამიანს უთხრა, რომ შენ 70 წლის ხარ და შენი პატრიარქობა არ შეიძლება იმიტომ, რომ 70 წლის ხარ, მგონი არასწორია, საერთოდ. [...]
იმ შემთხვევაში თუ კომისიის რომელიმე წევრი დასახელდება კანდიდატად კომისიის წევრი აღარ იქნება და ჩანაცვლდება სხვა მღვდელმთავრით. - განაცხადა მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა
ავტორი: ექსპრესნიუსი,