11:59 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-08 16:20:33, 6051 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო არ გაუფორმა

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს შეთანხმება გაუფორმდება.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ბურჭულაძის, ხაინდრავასა და მხეიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.

"ბრალდების მხარემ განიხილა საქმეში არსებული ინფორმაცია, განცხადებები, ბრალდებულების დამოკიდებულება - არსებობდა თუ არა მათი მხრიდან მზაობა, რომ გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება, მოცემულ შემთხვევაში პროკურატურამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მათ შორის, თანამშრომლობიდან გამომდინარე, საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო ვლადიმერ ღუდუშაურთან. [...]

ფაქტობრივად, დასკვნით სიტყვებზე ვიყავით უკვე მოსულები, როდესაც მოგვმართეს [საპროცესოს გაფორმების თხოვნით]. ბრალდების მხარემ თქვა დასკვნითი სიტყვა, რომლითაც მოითხოვა მათ მიმართ არსებითი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა" - განაცხადა საქმის პროკურორმა, ანი ლეკიაშვილმა. 

რაც შეეხება ღუდუშაურთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, პროკურორის თქმით, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეს, რომ ღუდუშაური "საქმის პირველივე დღეებიდან გამოძიებასთან თანამშრომლობდა".

მისივე თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძეს დაახლოებით 2 მილიონ-ნახევარი ლარის ღირებულების ქონება ჩამოერთვა.

ცნობისთვის, ჯუანშერ ბურჭულაძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით 26 მარტს მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics