2015-01-27 19:21:09, 2189 ნახვა
სპორტი
თამარ კორძაია დავით ცინარიძის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას არ გამორიცხავს
"ქართული ოცნების" დეპუტატი, თამარ კორძაია, დავით ცინარიძის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას არ გამორიცხავს.
როგორც კორძაიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, გასარკვევია რეალურად ურეკავდა თუ არა მოქალაქე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს დავით ცინარიძეს.
"დავით ცინარიძე არის მაღალი თანამდებობის პირი და ის ვალდებულია, განმარტება გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რეალურად მას ურეკავს ეს ქალბატონი თუ არა. თუ ეს ინფორმაცია არ გაქარწყლდა, მაშინ სათანადო პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს," - აცხადებს თამარ კორძაია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩანაწერები გაავრცელეს, სადაც ყუშიტაშვილი პატრულის თანამშრომლებს უწმაწური სიტყვით მიმართავს და ეუბნება, რომ ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის ახლობელია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან