2015-04-19 10:45:32, 478 ნახვა
საზოგადოება
შსს–ს თანამშრომლებმა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას აგრძელებს.
უწყების ინფორმაციით, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ხონში მცხოვრები მუშკუდიანების შეჭირვებული ოჯახი საკვები პროდუქტებით მოამარაგეს. შს სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალურად შეჭირვებულ 2000-ზე მეტ ოჯახს გაუწია დახმარება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. უწყება, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის დახმარებას მომავალშიც განაგძობს“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან