2015-04-17 19:21:03, 600 ნახვა
საზოგადოება
მრგვალ ბაღში „ისლამური სახელმწიფო (ISIS)"-ს უკანონო ქმედებების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის აქცია იმართება
მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ორგანიზებით, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო (ISIS)"-ს სასტიკი და უკანონო ქმედებების მიმართ სოლიდარობის გამომხატველი აქცია იმართება. ფერად ფურცლებზე დაწერილი ლოზუნგებით-" არა ძალადობას", " არა გენოციდს","მე მაქვს სიცოცხლის უფლება", "სისასტიკეს არ აქვს რელიგია", და ანთებული სანთლებით, აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით ახლო აღმოსავლეთსი მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს.
აქციას მოქალქეებიც შეუერთდნენ და სირაში ჯიჰადისტების მიერ ქრისტიანი ასურელების მიმართ განხორციელებული გენოციდი ერთად დაგმეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან