2015-04-15 16:18:19, 778 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობამ სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნური ბორცვების მონტაჟი დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალიტეტის 7 ტერიტორიულ ერთეულში, სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნური ბორცვების მონტაჟი დაიწყო.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, საჯარო სკოლების სიახლოვეს სიჩქარის შემაფერხებელი ბორცვები ორ ადგილას განთავსდება და სწრაფად მოძრავ ავტოტრანსპორტს სწრაფად გადაადგილებაში ხელოვნურ ბარიერს შეუქმნის რაც, სკოლის მოსწავლეებისა და მშობლებისთვის უსაფრთხო მიმოსვლას შეუწყობს ხელს.
ამასთან, ბორცვებთან სიახლოვეს განთავსდება სიჩქარის შემაფერხებელი და ბავშვების გამოსახულებით საგზაო ნიშნები. პირველადი სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფლის ნარაზენი, კოლხიდა, ჯუმი,კოკი, ხურჩა, განმუხურისა და ანაკლიის შიდა სატრანსპორტო გზებზე დღეს დაიწყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან