|
2016-12-19 18:38:58, 2452 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ლევან კალანდაძე ლარის გაუფასურებაზე: მონეტარული პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ფულის მასის შეზღუდვა და რეფინანსირების სესხების პოლიტიკის გამკაცრება აუცილებელია, იმისთვის, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს. როგორც კალანდაძემ „ექსპრესნიუსს” განუცხადა, იმისთვის, რომ პროცესი მეტნაკლებად მართვადი და სტაბილური გახდეს, მოკლევადიანი მიზნებისათვის ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა დასაკორექტირებელია. "ჩვენ დღეს გარკვეული გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ეს პრობლემა ერთის მხრივ უკავშირდება მკვეთრად გაუფასურებულ ექსპორტ-იმპორტის სალდოს, ხოლო მეორე პრობლემა არის ე.წ მ2, ანუ ფულის მართვის გაზრდილი მაჩვენებელი. ორივე ეს ფაქტორი ძალიან ცუდად მოქმედებს მოკლევადიანი მიზნებისთვის. ამიტომ, იმისთვის, რომ პროცესი მეტნაკლებად მართვადი და სტაბილური გახდეს, მოკლევადიანი მიზნებისათვის ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა დასაკორექტირებელია. მხედველობაში მაქვს ის, რომ მონეტარული პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს. ეს გულისხმობს ერთის მხრივ მონეტარული რეფინანსირების განაკვეთის გადახედვას და გაზრდას, მეორეს მხრივ რეფინანსირების სესხების პოლიტიკის მაქსიმალურ შეზღუდვას და გამკაცრებას. ეს არის ის ინსტრუმენტები, რომელიც მოკლევადიანი მიზნებისთვის მოგვცემს ფინანსური სტაბილურობის გარკვეული დონის მიღწევის საშუალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პრობლემები პრობლემებად დარჩება და გარკვეული პროგნოზის გაკეთება ამ თვალსაზრისით გართულდება", - აღნიშნა კალანდაძემ. რაც შეეხება სავალუტო ინტერვენციებს, მისივე განმარტებით, სავალუტო ინტერვენცია ლარის კურსის მკურნალობის ინსტრუმენტს არ წარმოადგენს. "სავალუტო ინტერვენციები საჭიროა მაშინ, როდესაც არის პანიკური აჟიოტაჟი და შოკური შეტევები. დღეს შოკი და პანიკა არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პრობლემა. პრობლემას განაპირობებს სწორედ გაზრდილი ფულის მასა. დღეს მიზეზს სჭირდება "მკურნალობა" და ეს მიზეზი არის ფულის მასის მაქსიმალური შეზღუდვა. ფულის მასის შეზღუდვა ხდება რეფინიანსირების განაკვეთის აწევით და რეფინანსირების სესხების პოლიტიკის გამკაცრებით. ვთვლი, რომ ეს არის აუცილებელი", - აღნიშნა ექსპერტმა. ცნობისთვის, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კიდევ 6-6 თეთრით გაუფასურდა.
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)