12:08 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 19:27:37, 714 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ მიაჩესლავ გოცულს შეხვდა

„ნატო -საქართველოს სწავლება 2016“-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

შეხვედრაზე პოლონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. მიაჩესლავ გოცულმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ნატოსთან თავსებადობის კუთხით მიღწეული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებსა და მათ მნიშვნელობაზე ალიანსის წევრობისთვის საქართველოს მოსამზადებლად.
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიაჩესლავ გოცულის პოლონეთის მხრიდან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

„პირველ რიგში მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიმართ და მადლობა გადავუხადო საქართველოში მოწვევისთვის. შეხვედრაზე ბევრ საკითხს შევეხეთ, შევაფასეთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, პოლონეთი წამყვანი ქვეყანაა ორ დარგში, სპეც-დანიშნულების ძალებში და სამხედრო პოლიციის დარგში და ჩვენი სურვილია ამ მიმართულებებით საქართველოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. თანამშრომლობის გაძლიერება დადებითად აისახება, როგორც საქართველოს, ასევე პოლონეთის შეიარაღებულ ძალებზე.

შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ორგანიზების საკითხები. ძალიან მოხიბლული ვარ იმით რაც ვნახე და მოვისმინე საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე და გენერალურ შტაბში გამართულ პრეზენტაციაზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნებისმიერ სფეროში, ტექნიკური მოდერნიზაციის ჩათვლით, დავეხმარებით მათ ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაში.“ -განაცხადა მიაჩესლავ გოცულიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics