13:22 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 15:44:32, 1177 ნახვა

კომენტარი
ვადიმ ვოლოსი: "TNS OPINION" GFK-ს მთავარი კონკურენტია

კომპანია GFK-ს ვიცეპრეზიდენტის, ვადიმ ვოლოსის განხადებით, "TNS OPINION" მათი მთავარი კონკურენტია.

როგორც ვოლოსიმ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ ორგანიზაციას კარგი რეპუტაცია აქვს  და მასზე მხოლოდ პატივისცემით შეუძლია ისაუბროს:

„ეს  GFK-ს მთავარი  კონკურენტია.  ბევრ კოლეგას ვიცნობ, მუშაობის ერთი სფერო გვაქვს. ხანდახან ერთმანეთში ინფორმაციას ვცლით.  არაჩვეულებრივი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციაა.  პატივისცემის მეტი არაფერი შემიძლია ვთქვა“,-აღნიშნა GFK-ს ვიცეპრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანიები - "იმედი", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "მაესტრო" და "GDS", 8 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებენ. ტელეკომპანიებმა ეგზიტპოლის ჩასატარებლად  საქართველოში სწორედ  კომპანია, "TNS OPINION" მოიწვიეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics