20:19 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 15:32:10, 792 ნახვა

რეგიონი
დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დავით სერგეენკომ რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. მან 50-მდე სხვადასხვა პროფილის ექიმისა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელისგან სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ შეფასებები მოისმინა.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დავით სერგეენკომ აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics