16:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-29 12:51:33, 6061 ნახვა

კომენტარი
დენის გაძვირება გადაიდო

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, დენის გაძვირება გადაიდო. კერძოდ, მან სემეკის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან თქვა, რომ იმსჯელებენ, შეინარჩუნონ არსებული დადგენილი ტარიფები მომდევნო 3 თვის განმავლობაში.

რაც შეეხება გაზს, ის ამბობს, რომ "ისედაც არ იყო მოსალოდნელი ტარიფების ზრდა".

"ბოლო დღეების განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე, ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს წერილობით თხოვნა ამ პროცესის 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, არ არის დაზუსტებული ელექტროენერგიის ბალანსები, ის, თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს. აქედან გამომდინარე, კომისია დღეს იმსჯელებს და ვფიქრობთ, დავადგინოთ დროებითი ტარიფები, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული დადგენილი ტარიფები შევინარჩუნოთ მომდევნო 3 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის სექტორში...

ხოლო რაც შეეხება ბუნებრივ აირს - ბუნებრივ აირზე ისედაც არ იყო მოსალოდნელი ტარიფების ზრდა. ამაზე გავაკეთე განცხადება, რომ მცირედი კორექტირებები ხდებოდა ამ ნაწილში, ასე რომ, ველოდებით იმას, რომ არც ელექტროენერგეტიკაში, არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და იქნება შენარჩუნებული", - ამბობს დავით ნარმანია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics