15:04 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-10 18:25:49, 879 ნახვა

მსოფლიო
სარკოზის ციხიდან გაათავისუფლებენ

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის სასამართლოს მეთვალყურეობის ქვეშ  ციხიდან გაათავისუფლებენ.

ეს პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა. LCI ტელევიზიის ცნობით, სასამართლომ სარკოზის წინასწარი პატიმრობა გაუმართლებლად ცნო.

სარკოზის ეკრძალება ქვეყნის დატოვება, საქმის მოწმეებთან ან იუსტიციის მინისტრთან კომუნიკაცია.

ნიკოლა სარკოზიმ ლა სანტეს ციხეში 21 დღე გაატარა; French Dispatch-ის ცნობით, ის დღეს დატოვებს ციხეს.

ადრე, ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს შეთქმულებაში მისი საარჩევნო კამპანიის ლიბიის მიერ დაფინანსების საქმეში და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics