23:07 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 13:27:42, 878 ნახვა

კომენტარი
აბაშიძე: იმის გამო, რომ არაფორმალური დიალოგია, შეიძლება პირადი სახის კომენტარებიც გაკეთდეს

პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პრაღის ფორმატში მისი მანდატი ძალიან მკაფიოდ გაწერილია.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ფორმატი მოიცავს სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებს, ჰუმანიტარულ პრობლემებს, თუმცა, მისივე განმარტებით,  იმის გამო, რომ  აბაშიძე-კარასინის შეხვედრა  არაფორმალური დიალოგის ფორმატის ფარგლებში იმართება, შეიძლება  პირადი სახის კომენტარებიც გაკეთდეს:

„ყოველი წასვლის წინ მზადდება პრემიერის განკარგულება, სადაც ყველაფერი ეს აღნიშნულია. ეს გახლავთ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ჰუმანიტარული პრობლემები, მაგრამ იმის გამო, რომ ეს არის არაფორმალური დიალოგი, შეიძლება გაკეთდეს პირადი სახის კომენტარები და გამოითქვას მოსაზრებები, როგორც მე ამას ვაკეთებ ხოლმე საოკუპაციო ხაზზე, ან აფხაზეთ, ან   ცხინვალის რეგიონში მომხდარ ამა თუ იმ ინციდენტთან დაკავშირებით“,-განაცხადა აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics