10:34 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 17:04:26, 1059 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის ელჩს რუსეთის საგარეო უწყებაში „ბაქოს არამეგობრული ქმედებების გამო“ საპროტესტო ნოტა გადასცეს

რუსეთში აზერბაიჯანის ელჩს, რაჰმან მუსტაფაევს, ბაქოს მხრიდან „არამეგობრული ქმედებების“ გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტა გადაეცა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ელჩს გადაეცა ვერბალური ნოტა, დაკავებული რუსი ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოთხოვნით.

„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან შეხვედრისას, ელჩს პროტესტი გადაეცა ბაქოს ბოლოდროინდელი არამეგობრული ქმედებების, აზერბაიჯანული მხარის მიერ ორმხრივი ურთიერთობების დარღვევისკენ მიმართული ნაბიჯების გამო. აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს გადაეცა ვერბალური ნოტა, ბაქოში დაკავებული რუსი ჟურნალისტების, იგორ კარტავიხის და ევგენი ბელოუსოვის, დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაქოში, „სპუტნიკ-აზერბაიჯანის“ ოფისში ოპერაცია განახორციელა. მოგვიანებით, სააგენტო „სპუტნიკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაქოში უსაფრთხოების ძალებმა „აბსურდული ბრალდებებით“ ორი რუსი ჟურნალისტი დააკავეს - „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ რედაქციის ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელუსოვი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics