10:32 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 15:08:43, 842 ნახვა

მსოფლიო
არგენტინაში გამოავლინეს რუსეთის ჯაშუშური ქსელი, რომელსაც ლევ ანდრიაშვილი ხელმძვანელობდა

არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, რომელიც კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით მუშაობდა. ინფორმაციას ქვეყნის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, პრეზიდენტის პრესსპიკერი, მანუელ ადორნი ავრცელებს.

"სადაზვერვო სამსახურმა არგენტინაში რუსეთის მოქალაქეების ჯგუფი გამოავლინა, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საეჭვო საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი და მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ არგენტინის მოქალაქეებთან". - თქვა ადორნიმ.

მისი თქმით, ჯაშუშური ქსელის მიზნებში შედიოდა, ყალბი ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელებში, ზემოქმედება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ფოკუს-ჯგუფების ჩატარება და პოლიტიკური ინფორმაციის შეგროვება, რომელიც "შესაძლოა გამოიყენონ რუსეთის ინტერესებისთვის".

არგენტინის ხელისუფლების ცნობით, ქსელს სახელწოდებით La Compania რუსეთის მოქალაქეები, ლევ ანდრიაშვილი და მისი ცოლი, ირინა იაკოვენკო მართავდნენ, რომლებიც არგენტინის რეზიდენტები არიან. მათივე თქმით, ისინი დაკავშირებულები არიან როგორც რუსეთის მთავრობასთან, ასევე კრემლის ცნობილ პროექტთან სახელწოდებით Лахта.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტი აცხადებდა, რომ პროექტ Лахта-ს ფარგლებში ხდებოდა აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებზე გავლენის მცდელობა. პროექტ Лахта-ს, რომელიც უფრო მეტად ე.წ. ტროლების ფაბრიკის სახელით არის ცნობილი, წლების განმავლობაში კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics