19:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 13:36:46, 1131 ნახვა

ომი უკრაინაში
კიტ კელოგი - უკრაინა მზად არის, ოკუპირებული ტერიტორიები დათმოს დე ფაქტოდ, თუმცა არა დე იურედ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დე ფაქტო დათმოს, თუმცა არა დე იურე. ამის შესახებ კელოგმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუში კელოგმა ისაუბრა გასულ კვირას ლონდონში გამართული შეხვედრების შესახებ, რომელსაც ევროპელები და უკრაინელები ესწრებოდნენ.

„ჩვენ გვქონდა 22 კონკრეტული პირობა, ისინი მათ დათანხმდნენ. ის რასაც ისინი ითხოვენ, ის რაც მათ აქვთ. პირველი, რაც მათ სურთ ესაა ყოვლისმომცველი და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებამდე მიდის. მხედველობაში მაქვს ყოვლისმომცველი საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო ინფრასტრუქტურა, მინიმუმ 30 დღით“, – განაცხადა კელოგმა.

მისივე თქმით, 30 დღე-ღამე მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ხელს შეუწყობს მკვლელობების შეჩერებას, რისკენაც მიისწრაფვის დონალდ ტრამპი.

კითხვაზე, რომელიც ეხებოდა რუსეთის სურვილს, მიიღოს უკრაინის დაკავებული ტერიტორიები, კელოგმა უპასუხა, რომ უკრაინა დათანხმდა ტერიტორიის დათმობას, მაგრამ არა დე იურე, მუდმივ საფუძველზე, არამედ დე-ფაქტო არსებული სიტუაციისა და საბრძოლო მოქმედებების ფაქტობრივი რუკის შესაბამისად.

„უკრაინელები მზად არიან, უარი თქვან ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთს აქვს დაკავებული, არა დე იურე, სამუდამოდ, არამედ დე ფაქტო, რადგანაც რუსებმა ფაქტობრივად მოახდინეს ამ მიწის ოკუპაცია. ეს მათ გასულ კვირას მითხრეს. ისინი ხვდებიან, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარების შემთხვევაში, ყველა მხარე დაკავებულ პოზიციებზე დარჩება. სწორედ ამისთვის არიან მზად უკრაინელები,“ – განაცხადა კელოგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics