09:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 14:55:39, 638 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ველით რეალურ ზეწოლას რუსეთზე, ევროპისა და აშშ-სგან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა არის გზა იმისკენ, რომ რუსეთმა „შაჰედებით“ ტერორი შეწყვიტოს.

„სწორედ რუსეთზე ერთობლივი ზეწოლა, სანქციების გაძლიერება და ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვითი მხარდაჭერა არის გზა ასეთი რუსეთის მხრიდან ასეთი ტერორის და ომის გახანგრძლივების დასრულებისკენ. ჩვენ ველით რეალურ ზეწოლას რუსეთზე აშშ-ის, ევროპისა და ყველა ჩვენი პარტნიორისგან. ეს არის ის, რაც დიპლომატიას მუშაობის საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, გუშინდელიდან რუსეთი უკრაინის რეგიონებს 200-ზე მეტი დრონით, ასევე მართვადი საჰაერო ბომბებით დაესხა თავს.

დაბომბვის შედეგად დაზარალდა ოდესის, ზაპორიჟიეს, სუმის, კიევის, ხმელნიცკის და ჩერნიგოვის რეგიონები.

ზელენსკის თქმით, ოდესის ოლქზე ოკუპანტების მასიური დარტყმების შედეგად ხანძარი გაჩნდა სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებში და დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა, დაშავდა სამი ბავშვი. ზაპოროჟიეში კი ექვსი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი, დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics