10:57 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-14 11:19:37, 537 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებს ხვდება.

შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

პრეზიდენტმა დასახელებულ კანდიდატებს სიტყვით მიმართა და მათ ამ პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მობრძანდით და მონაწილეობა მიიღეთ ჩემი აზრით, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დემოკრატიულ პროცესში, რომელიც წარიმართა საქართველოში და სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში. დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევნები, დემოკრატია არის ჩართულობა და მონაწილეობა საზოგადოებისა, მოქალაქეების, როდესაც ისინი აყალიბებენ თავიანთ აზრს და თავისი შეხედულებით გავლენას ახდენენ სახელისუფლებო ინსტიტუტებზე და თანამონაწილეობენ სახელისუფლებო გადაწყვეტილებებში და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. აქედან გამომდინარე, ის პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და რომლის მონაწილენიც თქვენ ხართ, ჩემი აზრით წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი საზოგადოების ჩართულობისა და დემოკრატიული გაძლიერების თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics