2023-09-21 12:12:58, 813 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
აჭარის მთავრობის ცნობით, საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის მეთაურმა იესპერ მოლერს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობის მნიშვნელობას განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო პროგრამები განიხილეს.
აჭარაში "UNICEF"-ის არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება. თანამშრომლობა, მოიცავს ჯანმრთელობის, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),