07:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 17:11:02, 1321 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა სომხეთის გენერალურ კონსულთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, ნარინე მატოსიანმა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ნარინე მატოსიანი ორ თვეზე მეტია, რაც ბათუმში გენერალური კონსულის პოზიციაზე დაინიშნა. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და ახალი ინიციატივების შესაძლებლობები.

"მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, გენერალურ კონსულს მიულოცა დიპლომატიური მისიის აჭარაში დაწყება და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, გააცნო სამინისტროს ხედვები და პროგრამები, როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა, რომლებიც დაფუძნებულია კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებზე. 

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე და მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics