2023-06-16 17:53:41, 1313 ნახვა
რეგიონი
კასპის მერი სოფელ ხოვლეში დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მჭედლიშვილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ხოვლეში დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სოფელში 1 300 გრძივი მეტრი ორი შიდა საუბნო გზის მოხრეშვა - მოშანდაკების სამუშაოები ჩატარდა.
„ამჟამად 79 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს რკინაბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა კიუვეტებით, რომლის ბიუჯეტი 11 035 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ინდ. მეწარმე დავით კოშაძე ასრულებს.
სამივე პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით იქნა მიღებული“,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),