11:56 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 13:09:51, 1308 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი - ქართული ჯარის და ეკლესიის მოძულე დაჯგუფება აგრძელებს ავტორიტეტული ინსტიტუციების წინააღმდეგ თავზეხელაღებულ კამპანიას

„ქართული ჯარისა და ეკლესიის მოძულე დაჯგუფება აგრძელებს ავტორიტეტული ინსტიტუციების წინააღმდეგ თავზეხელაღებულ კამპანიას“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი გასულ კვირას „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველზე“ გასულ სიუჟეტებს, რაც მისი თქმით, ჯარისა და ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. 

თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ გამოვლენილი დარღვევები, ძირითადად 2012 წლამდე პერიოდს ეხება. „მიგნებები შესაძლო დანაშაულებისა თუ სხვა ხარვეზების შესახებ, რომელიც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია მოცემული, ჩვენს მიერ, სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ იქნა გამოვლენილი და ძირითადად 2012 წლამდე პერიოდს ეხება. დასკვნა საჯაროა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ამოიკითხოს დასკვნის სარეკომენდაციო წერილშივე, სადაც ნათქვამია, რომ სამინისტრომ გამოასწორა ის ათობით წლის განმავლობაში დაგროვილი ხარვეზები, რაც უწყებაში არსებობდა. ჩვენ წერილობით მივმართავთ სახელმწიფო აუდიტს და ვთხოვთ ფაქტის კიდევ ერთხელ დადასტურებას, თუ რომელ პერიოდს ეხება კონკრეტული ფაქტები და ის, რომ აღნიშნული იქნა გამოვლენილი სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ”, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics