10:34 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 11:00:29, 709 ნახვა

კომენტარი
ვარლამ გოლეთიანი - ოპოზიციისა და ბუნებრივია, ხელისუფლების მხრიდან ჩვენს წინააღმდეგ „შავი კამპანიაა“ აგორებული

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილისგან და ხელისუფლებისგან მათ წინააღმდეგ შავი კამპანიაა აგორებული.

როგორც ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებისთვის დღეს, 12:00 საათამდე მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ არ გადაწყდება ხალხის სასარგებლოდ.

„ჩვენ ამ პროტესტს არ შევწყვეტთ, იმიტომ რომ არის სამართლიანი და არგუმენტირებული პროტესტი, ამიტომ გაგრძელდება, ვიდრე ეს ყველაფერი არ გადაწყდება ხალხის სასარგებლოდ. ამიტომ 12 საათისთვის ჩვენ გავაკეთებთ სცენიდან განცხადებას. სამთავრობო უწყებებთან მივალთ, გზას გადავკეტავთ, ამ კონკრეტიკას ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ და არც ვანიჭებთ რაიმე უპირატესობას.

თუ ვინმეს უფრო მეტად სჭირდება გაცნობიერება, ვთხოვთ, რომ გაერკვეს საკითხში და ნუ აყვება შავ პიარ კამპანიას, რომელიც აგორებულია მთელი ამ ბრძოლის ირგვლივ, ვხედავთ, ოპოზიციის დიდი ნაწილისგან და ხელისუფლება, ბუნებრივია გვაშავებს, ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ვხედავთ ზოგადად შეტევას ჩვენი მისამართით“, -განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics