23:24 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-25 20:34:44, 2155 ნახვა

სპორტი
დიეგო მარადონა გარდაიცვალა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელმა ორი კვირის წინ თავის ტვინის ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა.

შეგახსენებთ, რომ ლეგანდარული არგენტინელმა პროფესიული კარიერა 1997 წელს დაიწყო, ის „არხენტინოს ჯუნიორსი“ ირიცხებოდა. მარადონა ასევე კატალონიის „ბარსელონაში“, „ნაპოლსა“ და ესპანურ „სევლიაში“ თამაშობდა.

არგენტინელმა 1980 წელს არგენტინის თასი, 1982-ში ესპანეთისა და ესპანეთის ლიგის თასები მოიგო, ასევე იტალიის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული და უეფას თასის მფლობელი იყო.

ნაკრებში მარადონას 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული.

1979-80 წლებში სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო 2004 წელს ფიფას ასეულში მოხვდა.

სამწვრთნელო კარიერა მარადონამ 1995 წელს დაიწყო და პირველად არგენტინული კლუბი „რასინგ კლუბი“ ჩაიბარა.

ბოლოს მარადონა 2018 წელს „დორადოსას“ უძღვებოდა მწვრთნელის რანგში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics