2020-04-30 10:42:08, 7243 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევიდან, 15 თეთრიწყაროს, 3 სვანეთის, ხოლო 4 ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევიდან, 15 ე.წ. თეთრიწყაროს, 3 სვანეთის, ხოლო 4 ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა.
მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს 4 ახალი პაციენტი დაემატა, საიდანაც 2 თეთრიწყაროს, ხოლო 2 ბოლნისის კლასტერიდანაა.
„22 დადასტურებული შემთხვევიდან უმეტესობა, 15 არის თეთრიწყაროს კლასტერიდან, 3 სვანეთიდან, ხოლო დანარჩენი ბოლნისიდან.
ჩვენ გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში, 4 დადასტურებული შემთხვევა შემოგვემატა და ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული შემთხვევა. 2 არის თეთრიწყარო, ხოლო 2 ბოლნისიდან. დაგვემატა 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი და ამ ეტაპზე, სულ გვყავს 65“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,