2020-01-12 15:14:42, 12825 ნახვა
Lifestyle
დი ჯეი ქუოლსმა ქამინგ-აუტი გააკეთა
ამერიკელმა მსახიობმა დი ჯეი კუოლსმა "ქამინგ-აუტი" ჯიმ ჯეფერსის ტელეშოუს დროს გააკეთა. ამით მსახიობმა საკუთარ "ტვიტერზე" დაწერილი ტექსტი გაიმეორა:
"კი, მე გეი ვარ და მთელი ეს დრო გეი ვიყავი. დავიღალე იმაზე ჯავრით ,ხალხი რას იფიქრებს, ან იმაზე თუ რა გავლენას მოახდენს ეს აღიარება ჩემს კარიერაზე",-თქვა მსახიობმა.
41 წლის კუოლსს საკმაოდ შთამბეჭდავი ფორტფოლიო გააჩნია, მას 50-ზე მეტ კინონაწარმოებში მონაწილეობა აქვს მიღებული.
კუოლსი ჰოლივუდში ბავშობიდანვე პოპულარობით სარგებლობდა. ის ,როგორც ბევრი სხვა მსახიობი ჯერ რეკლამებში გადაიღეს, ხოლო შემდეგ მას არაერთი წარმატებული როლის შესრულება ხვდა წილად:"ნაზია Z", "ფარგო", "დიდი აფეთქების თეორია", "ზებუნებრივი", "კლინიკა", "საგზაო თავგადასავალი 2000" და სხვა.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან