2019-11-07 16:29:38, 14500 ნახვა
Lifestyle
Met Gala 2020-ის თემა ცნობილია
Met Gala 2020-ის მეჯლისის თემად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმმა შენობის 150 წლისთავი შეარჩია, ხოლო შთაგონება იქნება სლოგანი: «About Time: Fashion and Duration».
სტილისტები რომლებსაც ჰოლივუდის ვარსკვლავები დაიქისავაბენ ვალდებული იქნებიან კოსტუმების დამზადებისას შთაგონება, მუზეუმში არსებულ ექსპონატებზე დაყრდნობით შექმნან.
"ეს მოდის ისტორიის გადააზრებაა, იმ მოდის, რომელიც ფრაგმენტირებული, წყვეტილი და არაერთფეროვანია",-ამბობს კოსტუმის ინსტიტუტის კურატორი ენდრიუ ბოლტონი.
Met Gala , არის ყოველწლიური მეჯლისი, რომლისთვისაც ვარსკვლავები დიდი ხნით ადრე ემზადებიან . ამ წვეულების ეპატაჟს და აბსურდულ იდეების, მთელი ჰოლივუდური ოჯახი, არაერთხელ შეუკრებია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის Met Gala - ს მეჯლისის თემა "კემპი" იყო, რაც სრულიად აბსურდულ და არალოგიკურ ჩაცმულობას გულისხმობდა.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან