21:09 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-18 18:42:30, 1859 ნახვა

სამხედრო
დონეცკის აეროპორტზე შეტევისას დაზარალებული ქართველი სამხედროების მდგომარეობა სტაბილურია

უკრაინაში, დონეცკის აეროპორტზე შეტევისას დაზარალებული ქართველი მოხალისე სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც "ექსპრესნიუსს" უკრაინაში მებრძოლმა ერთ-ერთმა ქართველმა  სამხედრომ განუცხადა,ორი დაზარალებულიდან, ერთს კანტუზია აქვს მიღებული, ხოლო მეორე დაჭრილია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინაში, დონეცკის აეროპორტზე შეტევისას,   93-ე აერომობილური ბრიგადის მოხალისე მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი  დაიღუპა.
თამაზ სუხიაშვილი  25 იანვარს 36 წლის გახდებოდა. იგი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილეა. ცხოვრობდა გორში. დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics