2015-03-11 11:57:29, 853 ნახვა
ეკონომიკა
EBRD-მა დარიალის ჰიდროელექტროსადგურს 50-მილიონიანი დაფინანსება გამოუყო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დარიალის ჰიდროელექტროსადგურს წელს 50 მილიონიანი დაფინანსება გამოუყო, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის თქმით, დარიალის ჰიდროელექტროსადგურზე სამუშაოები წელს დასრულდება და ის ექსპულატაციაში შევა.
„მინდა ავღნიშნო, დარიალთან მიმართებაში, რომ EBRD-მა გამუყო დაფინანსება 50 მილიონი. წელს უკვე ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდება და ექსპულატაციაში შევა. ეს ჩვენი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.
მინისტრმა ხუდონჰესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ნაადრევია
„ხუდონჰესზე უახლოეს მომავალში გეტყვით. სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ცოტა ნაადრევია. მოგეხსენებათ, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები“, - განაცხადა კალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან