09:42 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 10:46:57, 486 ნახვა

საზოგადოება
აჭარის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უფასო სამედიცინო შემოწმება დაიწყო

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის "ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში”, განხორციელებაში ხელშეწყობას ითვალისწინებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმის ფარგლებში ,,საზღვაო ჰოსპიტალი“ განახორციელებს ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეთა სამედიცინო - პროფილაქტიკურ შემოწმებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულში. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგის, ორთოპედის კონსულტაციები.

პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში (მთელი წლის განმავლობაში) განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიოგრამა და სხვა. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია. ჩატარდება მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი/ინტერპრეტაცია.

აჭარი სავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იღებს ვალდებულებას მისი ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები) მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობასა და ორაგნიზება გაუწიოს სკოლის მოსწავლეთა მობილიზაციას.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრის ღონისძძიება – ,,მოსახლეობის ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში (ჯანსაღი სკოლა), უკვე მესამე წელია ხორციელდება. გასულ წელს ღონოსძიების ფარგლებში გამოკვლეული იქნა 43 206 ბენეფიციარი, მათ შორის 9744 ბაღის აღსაზრდელი.

2014 წლის განმავლობაში სკრინინგი გაიარა ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციართა 90%–ზე მეტმა, გამოკვლეულ ბავშვთა 31%–ში გამოვლინდა სხვადასხვა სახის პათოლოგიები, რომელთა 53% სიცოცხლეში პირველად იქნა დიაგნოსტირებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics