2016-06-07 12:23:04, 1200 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: საქართველოში ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რისი გაკეთებაც 3-4 წელიწადში შეიძლებოდა, ყველაფერი გაკეთდა.
როგორც ივანიშვილმა ტექნო პარკში ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკაა, რომელიც დაახლოებით 6-ჯერ ჩამორჩება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს:
"რაც შეიძლებოდა ამ მოკლე დროში, გაკეთდა და გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ადამიანის უფლებები უნდა იყოს ყველაფრის სათავეში, ეკონომიკა ყველაზე დიდი გამოწვევააა, ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, დაახლოებით 6-ჯერ უფრო მეტად ჩამორჩება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. ცდუნება დიდია, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი მივაბრალოთ, ის, რის გაკეთებაც 3-4 წელიწადში შეიძლებოდა, მაქსიმალურად გაკეთდა, დანარჩენს 10-15 წელიწადი სჭირდება",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან