2015-02-24 10:24:15, 972 ნახვა
სამართალი
შსს–მ ახალსოფელში მომხდარი მკვლელობა გახსნა
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ლევან დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1983 წელს დაბადებულ ზაზა ქ-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა და მიიმალა. ზაზა ქ. მიყენებული ტრავმის შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან