2016-04-14 19:09:39, 934 ნახვა
სხვადასხვა
თბილისში მდებარე საკონდიტრო საცხობს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს ინსპექტორებმა ქ. თბილისში, კრწანისის ქ. N3-ში განთავსებულ საკონდიტრო საცხობს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ი/მ ,,ლალი არუნაშვილის" საკონდიტროში დამზადებული სურსათი სარეალიზაციო ობიექტში „ტკბილი გემოს" დასახელებით იყიდებოდა. არაგეგმური ინსპექტირებისას 30-მდე არაკრიტიკული და 2 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, კერძოდ, საცხობში დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა, საწარმოო ფართში არ ტარდებოდა იმ აღჭურვილობების და მოწყობილობების რეცხვა-დეზინფექცია, რომელიც უშუალო შეხებაშია სურსათთან.
კრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორს აეკრძალა საქმიანობის გაგრძელება და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან