10:29 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 12:30:10, 1275 ნახვა

ომი უკრაინაში
დონეცკის ოლქში რუსეთის მხრიდან იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

დონეცკის ოლქში რუსეთის მხრიდან განხორციელებული იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დონეცკის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.

„დაბომბვის შედეგად 76 და 78 წლის ცოლ-ქმარი დაიღუპა. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო ადგილობრივმა 47 წლის მცხოვრებმაც“,- აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები საკუთარ სახლებში იმყოფებოდნენ. ჯერ უცნობია, რა ტიპის იარაღი გამოიყენეს რუსმა სამხედროებმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics