2025-03-11 22:53:20, 2118 ნახვა
კომენტარი
რუბიო - ახლა რუსეთმა მშვიდობის სურვილი უნდა გამოიჩინოს
რუსეთმა უნდა უპასუხოს ფრონტზე 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის იდეას, რაზეც უკრაინა უკვე დათანხმდა შეერთებული შტატების წინადადებას - . ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჯედაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ბრძოლა უნდა შეწყდეს. ისევ აქ მიზანი მშვიდობაა. ეს არის პრეზიდენტის [ტრამპის] მიზანი. რუსების კეთილგანწყობის საუკეთესო ჟესტია, თქვას დიახ უკრაინელების შეთავაზებაზე, შეწყვიტოს სროლა, შეწყვიტოს ბრძოლა და მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ ისინი ამას გააკეთებენ, ეს იქნება ამერიკელების კეთილგანწყობის საუკეთესო ნიშანი. - აცხადებს რუბიო
რუბიომ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებაზე შემდგომი მოლაპარაკებების პროცესში ბევრი საკითხი უნდა გადაწყდეს, კერძოდ, დეპორტირებული ბავშვების დაბრუნება და სამხედრო ტყვეების გაცვლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,