2025-03-11 09:59:53, 1785 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კუპრაძე - თსუ-დან ჩემი ორი ლექტორი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში თსუ-დან ლექტორების გათავისუფლების საკითხს ეხმაურება და წერს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ირა ხერხეულიძე და გიორგი ცერცვაძე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
ჩემი ორი ლექტორი, ირა ხერხეულიძე და გიორგი ცერცვაძე გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
ორივე უზომოდ კომპეტენტური და კეთილსინდისიერი, როგორც პედაგოგი და როგორც მოქალაქე.
გამხნევება და ლოყების ხოკვა არც ერთს სჭირდება, ორივე იპოვის თავის გზას. უნივერსიტეტში "კაპიკებზე" სწავლება მხოლოდ ღირსების საკითხია და არა შემოსავალი ასეთი პროფესიონალებისთვის.
ფაქტია უბრალოდ მძიმე და დანაშაულებრივი.
უნივერსიტეტი მერამდენედ მოკლეს?!" - წერს ირაკლი კუპრაძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,