21:09 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 17:35:01, 2190 ნახვა

ეკონომიკა
რუსული ვალუტა ნავთობზე ფასის ვარდნასთან ერთად უფასურდება

მოსკოვის ბირჟაზე დოლარის კურსმა 63 რუბლი შეადგინა,  ევრომ  კი 74,9 რუბლი.  

ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“-ს რუსული სააგენტო ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, რუსული ვალუტის გაუფასურება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულების ვარდნისგანაა გამოწვეული.

ბოლო მონაცემებით, ლონდონის ბირჟაზე ერთი ბარელი „ბრენტის“  მარკის ნავთობის ფასი  52 დოლარზე ნაკლებს შეადგენს.

დოლარისა და ევროს კურსი უკვე ორი დღეა შეუჩერებლივ იზრდება და  2015 წლის დასაწყისში დოლარის კურსმა რუბლთან მიმართებაში  12,7%-ით მოიმატა, ხოლო ევრომ  9,1%-ით.

 31 დეკემბერს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სადღესასწაულო დღეებში 1 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით,  უცხოურ ვალუტებზე ოფიციალური კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც დოლარის კურსი 56,24 რუბლს შეადგენს, ხოლო ევრო 68,37 რულს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics