13:10 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 12:25:26, 9386 ნახვა

ომი უკრაინაში
ქუთაისში კორონავირუსი 63 წლის ქალს დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თემურ ნადირაძის განცხადებით, კორონავირუსი 63 წლის ქალს დაუდგინდა.

როგორც მან აღნიშნა, ინფიცირებულ ქალს მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

„გუშინ ერთი კვლევა გვქონდა, რომლის პასუხიც იყო უარყოფითი. თუმცა შესაძლებელია კიდევ ღრმა კვლევები გაკეთდეს, რამდენადაც ეს ერთ-ერთის დადგენილის ოჯახის წევრია. 6 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ერთი წუხელ ღამით მივიღეთ ჩხობაძის სახელობის ცხელების ცენტრიდან. ეს არის 63 წლის ქალბატონი, რომელიც მოგზაურობასთან დაკავშირებით არაფერს არ გვეუბნება. ახლა დაავადებათა კონტროლის რეგიონალური სამსახურის ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მოსალოდნელ კონტაქტებს დაადგენენ“, - განაცხადა თემურ ნადირაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics