2020-03-31 17:53:16, 13545 ნახვა
ომი უკრაინაში
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ლალი ტურძელაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ კლინიკაში შეყვანილი 2 ახალი პაციენტი მარნეულის კლასტერს მიეკუთვნება.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მეორე კი, რჩება ინტენსიური თერაპიის ბლოგში.
„ჩვენს კლინიკაში არის 19 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, იყო 17, დაგვემატა მარნეულიდან ჩამოყვანილი ორი ქალბატონი. ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, ის არის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რაც შეეხება მეორე ქალბატონს, მისი მდგომარეობაც მძიმეა, თუმცა ის რჩება ინტენსიური თერაპიის ბლოგში“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან