13:27 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 00:08:26, 19444 ნახვა

სპორტი
რუს სპორტსმენს ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო მედალი ჩამოართვეს

BBC-ის ცნობით, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბიატლონში, რუსი ევგენი უსტიუგოვი ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო დისკვალიფიცირებულია.

ბიატლონისტის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები 2010 წლის იანვრიდან 2014 წლის თებერვლამდე პერიოდს შეეხება. რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ცნობით, უსტიუგოვს აკრძალული ანაბოლური პრეპარატის, ოკსანდროლონის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ახლა სპორტსმენს 21 დღე აქვს შვეიცარიაში, სპორტულ არბიტრაჟში აპელაციის შესატანად.

ევგენი ისტიუგოვთან ერთად, სოჭში, ოლიმპიურ ესტაფეტაში გამარჯვება კიდევ სამმა სპორტსმენმა მოიპოვა. უსტიუგოვისთვის მედლის ჩამორთმევის შემთხვევაში, ჯილდოს სავარაუდოდ ისინიც დაკარგავენ.

თუკი უსტიუგოვი დისკვალიფიკაციას ვერ გაასაჩივრებს, რუსეთი პირველ ადგილს დაკარგავს სოჭის ოლიმპიური თამაშების გუნდურ ჩათვლაში. ასეთ შემთხვევაში, პირველ ადგილს მედალთა საერთო რაოდენობით ნორვეგიის ნაკრები დაიკავებს.

ახლა უსტიუგოვი უკვე აღარ ასპარეზობს – კარიერის დასრულების შემდეგ, ის რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics